Saturday, February 28, 2015


  1. პროექტის სახელწოდება:თანამედროვე ინგლისი
  2. პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:ჩვენი შესწავლის ობიექტის,მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი საერთაშორისო ენის ისტორიული სამშობლოს თანამედროვე ყოფა-ცხოვრების გაცნობა. 
  3. პროექტის აქტუალობა:გამომდინარე იქიდან,რომ საქართველოში მუდმივად მიმდინარეობს ინგლისური,როგორც საერთაშორისო ენის სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა,მისი ისტორიული სამშობლოს თანამედროვე ცხოვრების გაცნობა,შესწავლა და დადებითი კუთხით წარმოჩენა გარკვეულ წვლილს შეიტანს ზემოთ აღნიშნული მიზნის მიღწევაში.
  4. პროექტის მიზნები:მოსწავლეები გაეცნონ უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის თანამედროვე ყოფას,გამოიკვლიონ მისი ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი.მოპოვებული ინფორმაცია დაახარისხონ,გააანალიზონ და იმგვარად წარმოაჩინონ,რომ გამოიწვიონ არა მარტო პროექტის მონაწილეთა დაინტერესება,არამედ აუდიტორიის მიერ ინგლისური ენის შესწავლის მოტივაციის ზრდა.
  5. მონაწილეთა ასაკი:შეუზღუდავია
  6. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები განივითარებენ ჯგუფური,თანამშრომლობითი  მუშაობის,შემოქმედებით,ინტერნეტის გამოყენებით ინფორმაციის მოძიების,დახარისხების და მოპოვებული ინფორმაციის სათანადოდ წარმოჩენის უნარ-ჩვევებს.შეიქმნება ბლოგი,სადაც პროექტის მონაწილეები განათავსებენ თემასთან დაკავშირებულ ფოტო და ვიდეო მასალას,სლაიდ-შოუს.შექმნიან ქვეყნის ეროვნული სიმბოლოების ამსახველ ნახატებს და მოამზადებენ პრეზენტაციას,რომელიც პროექტის მთავარი მიზნის -ინგლისური ენის შესწავლის მოტივაციის ზრდას მოემსახურება.
  8. პროქტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,პროექტორი,პრინტერი ფოტო და ვიდეო კამერა,ინტერნეტი,ქაღალდი,კალამი,ფერადი ფანქრები. 
  9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):იქმნება მოსწავლეთა ჯგუფები.თითოეული ჯგუფი მოიძიებს ერთმანეთისაგან განსხვავებულ ინფორმაციას ინგლისის დღევანდელობის შესახებ,მოპოვებული ინფორმაციის წარმოჩენის მიზნით ქმნიან ნახატებს,სლაიდ შოუებს და პრეზენტაციებს,იქმნება ბლოგი სადაც განთავსდება მათ მიერ მოძიებული და დამუშავებული მასალა.პროექტის დასასრულს ეწყობა შემაჯამებელი პრეზენტაცია,რომლის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა ასევე განთავსდება ზემოთ აღნიშნულ ბლოგზე.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:გარდა იმისა,რომ პროექტი მიზნად ისახავს ბავშვებში თანამედროვე ინგლისის პოპულარიზაციის  გზით ინგლისური ენის შესწავლის მოტივაციის ამაღლებას,იგი თავის თავში აერთიანებს ისტ-ის,ისტორიის,გეოგრაფიის,ხელოვნების,სამოქალაქო განათლების ასპექტებსაც.
  11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):თიანეთის მუნიციპალიტეტის,დაბა სიონის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ ბეცეცაშვილი.
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tamarbetsetsashvili@gmail.com 
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგიhttp://tanamedroveinglisi.blogspot.com

  • No comments:

    Post a Comment